ბავშვზე ძალადობის გამოვლენის სამი ძირითადი ნაბიჯი არსებობს:
1. ინფორმაციის შეგროვება და შეჯერება;
2. მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ინტერპრეტაცია;
3. გადაწყვეტილების მიღება.
1. ინფორმაციის შეგროვება და შეჯერება
ექიმს, რომელიც ბავშვთან მუშაობს, უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, რათა იმსჯელოს, არის თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არის მეტად რთული და ძლიერმა ემოციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაზე - ძალიან რთულია დაუშვა, რომ, შესაძლებელია, მშობელი ან მზრუნველი განზრახ აყენებს ბავშვს ზიანს. ამ ემოციებმა არ უნდა იქონიონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. ბავშვზე ძალადობა არ არის „დიაგნოზი“, რომელიც ექიმმა მარტომ უნდა დასვას ან გამორიცხოს.
ბავშვზე ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, მაშინვე განსაზღვროს ეჭვის მიზეზები, შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, დაზიანების ხასიათი და დაიწყოს შემთხვევის მართვა. ძალადობის შემთხვევის მართვა გულისხმობს, ერთი მხრივ, დაზიანების და სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას (მაგ. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ნევროლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი, ოკულისტი და სხვა). მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შეტყობინებას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და/ან პოლიციაში
მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ
1. ინფორმაციის შეგროვება და შეჯერება;
2. მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ინტერპრეტაცია;
3. გადაწყვეტილების მიღება.
1. ინფორმაციის შეგროვება და შეჯერება
ბავშვთა დაცვის კარგი პრაქტიკოსი იყენებს ამ პროცესებს ნებისმიერი ბავშვის მიმართ, რომელიც რაიმე სამედიცინო პრობლემების გამო მიდის ექიმთან:
ისტორია/ანამნეზი
3. გადაწყვეტილების მიღება
- მოიპოვეთ სისტემური, ამომწურავი ინფორმაცია ბავშვისგან, მშობლისგან/აღმზრდელისგან - ვისგანაც შესაძლებელია;
- ჩაატარეთ საფუძვლიანი დათვალიერება - შემოწმება თავიდან - ფეხებამდე;
- გააკეთეთ ზუსტი ჩანაწერი: შეგროვებული ანამნეზის, ნებისმიერი არსებული დაზიანებისა და დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ნიშნების შესახებ:
- განიხილეთ თქვენი ვარაუდი გამოცდილ კოლეგებთან ერთად, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით, მოიძიეთ ინფორმაცია ბავშვთან მომუშავე სხვა პროფესიონალებისგან.
- არსებული სიმპტომების ინტერპრეტაცია უნდა გამომდინარეობდეს:
- ბავშვის ისტორიიდან გამოვლენილი თავისებურებისგან;
- გამოკვლევის დროს გამოვლენილი ბავშვის ქცევისა და დაზიანებების თავისებურება იძლევა ძალადობის ან უგულებელყოფის დაშვების შესაძლებლობას.
ისტორია/ანამნეზი
- გადმოცემული ინფორმაცია შეესაბამება არსებულ დაზიანებებს?
- მონათხრობი თანმიმდევრული და ნათელია?
- ბავშვის მიერ მოწოდებული ახსნა- განმარტება არსებული მდგომარეობის შესაბამისია?
- ექიმთან მომართვა დაგვიანებით ხომ არ მოხდა ?
- ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მომართვები ან ეჭვი ძალადობაზე?
- რა ზომისაა დაზიანება, რამდენად დიდია და სად არის სხეულზე განთავსებული?
- ბავშვისა და მშობლის მონათხრობი ფაქტის შესახებ თანმიმდევრულია, მსგავსია?
- რამდენად შეესაბამება დაზიანების შესახებ მონათხრობი სიმართლეს, თუ ბავშვი არ არის მობილური (მაგ., მცირე ასაკის, რომელიც არ დადის, ხოხავს; აქვს უნარშეზღუდულობა)?
- ბავშვის ზრდა და განვითარება ნორმის ფარგლებშია, შეესაბამება ასაკს?
- როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს მშობელთან/მეურვესთან?
- აქვს თუ არ ბავშვს ჯანმრთელობის(ფიზიკური / ფსიქიკური განვითარების) პრობლემები?
- რა იცით ბავშვის ოჯახში არსებული გარემოებების შესახებ?
- არსებობს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ?
- ხომ არ აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მშობლებს/მეურვეს?
- ხომ არ არის მშობელი/მეურვე ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მომხმარებლები?
- როგორი ურთიერთობა აქვს ბავშვს მშობელთან/მეურვესთან?
- აქვს თუ არ ბავშვს ჯანმრთელობის(ფიზიკური/ფსიქიკური განვითარების) პრობლემები?
- ჩართულია ოჯახი სოციალურ დახმარების სისტემაში?
3. გადაწყვეტილების მიღება
ექიმს, რომელიც ბავშვთან მუშაობს, უნდა ჰქონდეს კომპეტენცია, რათა იმსჯელოს, არის თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი. თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არის მეტად რთული და ძლიერმა ემოციებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაზე - ძალიან რთულია დაუშვა, რომ, შესაძლებელია, მშობელი ან მზრუნველი განზრახ აყენებს ბავშვს ზიანს. ამ ემოციებმა არ უნდა იქონიონ გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე. ბავშვზე ძალადობა არ არის „დიაგნოზი“, რომელიც ექიმმა მარტომ უნდა დასვას ან გამორიცხოს.
ბავშვზე ძალადობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, მაშინვე განსაზღვროს ეჭვის მიზეზები, შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა, დაზიანების ხასიათი და დაიწყოს შემთხვევის მართვა. ძალადობის შემთხვევის მართვა გულისხმობს, ერთი მხრივ, დაზიანების და სიმპტომების შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას (მაგ. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ: ნევროლოგი, პედიატრი, ფსიქოლოგი, ოკულისტი და სხვა). მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შეტყობინებას სოციალური მომსახურების სააგენტოსა და/ან პოლიციაში
ხშირად ბავშვზე ძალადობის შემთხვევების დიაგნოსტირება რთულია. ეს სირთულეებია:
ეს სირთულეები დაძლევადია. უფრო მეტიც, ისინი დაძლეული უნდა იქნას, რადგან ყველა სპეციალისტის ვალია ბავშვის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა.
- არ არსებობს დაავადების ნიშნები;
- ექიმის მზრუნველობის ქვეშ მყოფ მშობელთან და ბავშვთან კარგი ურთიერთობის დაკარგვის შიში;
- შეცდომის დაშვების შიში: ვეჭვობდი, ვფიქრობდი და შეცდომით დავადანაშაულე მშობელი;
- კონფიდენციალურობის დარღვევის შიში;
- განხორციელებული ძალადობის მიზეზების გამართლება, - “მშობელს გამიზნულად არ მიუყენებია ზიანი ბავშვისთვის”;
- ბავშვის დაცვის პროცესზე გავლენის დაკარგვის შიში და ეჭვი, რომ ეს ბავშვს სიკეთეს არ მოუტანს.
- სტრესი;
- პირადი უსაფრთხოება;
- პაციენტის უკმაყოფილების შიში;
- ძალადობის ნიშნები უნარშეზღუდულებში, შესაძლოა, თავად უნარშეზღუდულობის ნიშანი იყოს.