პროფესიონალებისთვის

ემოციური ძალადობა
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

პედიატრისათვის ყველაზე რთული ალბათ ემოციური ძალადობის აღმოჩენაა. მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართვა. ემოციურ ძალადობას ხშირად ფსიქოლოგიურ ძალადობასაც უწოდებენ.
ემოციური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ფორმაა და მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ძალადობის სხვა ფორმებიც. ის თავის თავში მოიცავს განუწყვეტლივ კრიტიკას, ყველაფრის ბავშვისთვის დაბრალებას, დამცირებას, დაშინებას, დაცინვას, იზოლირებას. ემოციური ძალადობა უფრო მეტად ზოგად, განგრძობით დამოკიდებულებას შეეხება, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევას. ემოციური ძალადობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბავშვის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის განვითარებას.

ემოციური ძალადობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

 ბავშვის არასასურველი სქესი, უნარშეზღუდულობა, ავადმყოფობა.
 ბავშვი დაიბადა რთულ პირობები – დაუგეგმავი ორსულობა, მძიმე ორსულობა, განქორწინება, ძალადობა ოჯახში.
 რთული მშობლები – მშობლის მძიმე წარსული, ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მოხმარება, დეპრესია, სხვა ფსიქიკური თუ ფიზიკური პრობლემები.

სიმპტომები და ნიშნები, რომლებიც, შესაძლოა (მაგრამ არაა აუცილებელი), მიუთითებდნენ ემოციურ ძალადობაზე:

(a) ჩვილები:
(i) კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, ტირილი, ცუდი ძილი, შეფერხება განვითარებაში.
(ii) ადვილად გაღიზიანებადობა, აპათიურობა. შესაძლოა, დაახასიათონ, როგორც „რთული ბავშვი“ „თითქოს ჩემი არაა“, „არ ვუყვარვარ“ „განებივრებულია“, „მსუნაგია“ და ასე შემდეგ.
(b) სკოლამდელი ბავშვები: ქანქარისებრი მოძრაობა, თავის დარტყმა კედელზე, იატაკზე, ცუდი ხასიათი, აგრესიულობა. ქცევის ტიპი აპათიურიდან ზეაქტიურობამდე; შეფერხება განვითარებაში, განსაკუთრებით ლინგვისტურ და სოციალურ ასპექტებში.

(c) სკოლის მოსწავლეები: შარდის შეუკავებლობა, სირთულეები ადამიანებთან ურთიერთობაში, ცუდი ნიშნები, გაცდენები სკოლაში, ანტისოციალური ქცევა. შიში, უსიყვარულობისა და მარტოობის განცდები.

(d) მოზარდები: დეპრესია, სხეულის დაზიანება, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, კვებითი დარღვევები, დაბალი თვითშეფასება, აგრესიულობა და ასოციალური ქცევა;


დამატებითი ნიშნები ფიზიკური გამოკვლევისას
• სიმაღლე და წონა: არასათანადოდ განვითარებული;
• ემოციური ნიშნები: შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მაგალითად, სევდა, ბრაზი, ზედმეტად ალერსიანობა, აპათიურობა და ასე შემდეგ.
• ქცევითი ნიშნები: ძალზედ ფართო სპექტრია. მაგალითად, მოუსვენრობა, უძრაობა, დესტრუქციულობა, ზედმეტად მეგობრულობა და ასე შემდეგ.
• განვითარება: ჩამორჩენა - აკადემიური, ქცევითი თუ ფიზიოლოგიური.

ემოციური ძალადობის სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი
კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს ემოციური ძალადობის განმაპირობებელი სამი ფაქტორი, რომელთაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს:

• მშობელთა მავნე თვისებები ძირითადად დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ძალადობასთან; აზარტული თამაშები, ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების მოხმარებასთან და ოჯახში ძალადობასთან)
• ცუდი ან/და უღირსი მოპყრობა.
• ბავშვის აშკარა დაზიანება.

თითოეული მათგანი შესაძლოა მიუთითებდეს ემოციურ ძალადობაზე და საჭიროებს შესწავლას.

ემოციური ძალადობისა და უგულებელყოფის კატეგორიები
• ყურადღების არ მიქცევა, უგულებელყოფა;
• ცუდი დამოკიდებულება და ბავშვის არასწორად შეფასება;
• განვითარებასთან შეუსაბამო დამოკიდებულებები;
• ბავშვის ინდივიდუალურობისა და პირადი სივრცის არ აღიარება;
• ბავშვის სოციალიზაციისათვის ხელის შეშლა;
• და სხვა

სიმწვავე
ემოციური ძალადობის სიმძიმის შეფასებისას მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინება, მათ შორისაა ბავშვის ასაკი, ძალადობის ხანგრძლივობა, სიხშირე და ბავშვის ფსიქიკური ადეკვატურობა. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის დიდი ასაკი შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ გვიან აღმოჩენაზე და არა ძალადობრივი ურთიერთობის გვიან დაწყებაზე.

ემოციური ძალადობის შემთხვევაში:
(e) ყურადღებით შეისწავლეთ გარემოებები, თითოეული დონე ყურადსაღებია;
(f) განსაზღვრეთ ძალადობის სიმწვავე, საჭიროების შემთხვევაში, კოლეგებთან კონსულტაცია გაიარეთ;
(g) მიმართეთ ბავშვთა დაცვის სამსახურებს და გაუზიარეთ თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

 





მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ