პროფესიონალებისთვის

როდესაც ბავშვი იწყებს საუბარს ძალადობის შესახებ - რეკომენდაცია სამედიცინო პერსონალისთვის
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

როდესაც ბავშვი იწყებს საუბარს ძალადობის შესახებ

რეკომენდაცია სამედიცინო პერსონალისთვის


სამედიცინო პერსონალის - ექიმების, მედდების, რეაგირებაზეა  დამოკიდებული, განაგრძობენ თუ არა ბავშვები მათ მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ დაწყებულ საუბარს ან მინიშნებას.  შესაბამისად, მათზეა დამოკიდებული, დაცული იქნება თუ ბავშვის  უსაფრთხოება.

სამედიცინო სფეროს წარმომდგენლებს შეუძლიათ ნათელი მოჰფინონ, არეულობა შეიტანონ ან დააბინძურონ ბავშვის  მონათხრობი, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს შემდგომ, სამართალწარმოების პროცესებში.

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვს როდესაც ის იწყებს საუბროს ძალადობის შესახებ

  • თუ ბავშვი მოგვითხრობს ან ავლენს  შესაძლო ძალადობის ნიშნებს, ყურადღებით მოუსმინეთ და კარგად დააკვირდით მას. ბევრ ბავშვს უადვილდება თხრობა, თუ თქვენი მზერა არ არის მასზე დაფიქსირებული; შესაბამისად, შეიძლება დაკვირვება ისე მოახდინოთ, თითქოს სხვა რამეს აკეთებთ.  
  • თუ ბავშვი უსაფრთხო გარემოში იმყოფება (მაგალითად, გვერდით არ არის სავარაუდო მოძალადე პირი, მშობელი): მიეცით  საშუალება გითხრათ ის, რისი თქმაც სურს ან გაჩვენოთ ის, რისი ჩვენებაც სურს.
  • თუ არ ხართ დარწმუნებული, რა თქვა  ან რა გააკეთა ბავშვმა, ან თუ არ ხართ დარწმუნებული რას გულისხმობდა, გამოიყენეთ  ღია მიმართვა. მაგალითად, „უფრო მეტი მომიყევი ამის შესახებ“ ან „ისევ/კიდევ ერთხელ მაჩვენეთ ეს“. შემდეგ თქვით ისეთი სიტყვები, როგორიცაა "უჰჰ" ან "მმმმ" ან "გააგრძელე", რათა დაანახოთ რომ უსმენთ. ეს გამონათქვამები უსაფრთხოა, რადგან ამხნევებს  ბავშვს გააგრძელოს თხრობა, არ აძლევს მიმართულებას მის თხრობას. ისეთი გამონათქვამების გამოყენება როგორიცაა  "კარგი" ან "მართალია" ან "დიახ" გამოყენება უფრო პრობლემურია, რადგანაც მოწონებას გამოხატავს იმისა, რასაც ბავშვი გიყვებათ, მაშინ როდესაც  ზოგი რამ, რაზეც ბავშვმა უნდა ისაუბროს, ნამდვილად  არ არის კარგი.
  • მიახვედრეთ ბავშვი თქვენი ქცევით და სხეულის ენით, რომ თქვენ თავს კომფორტულად გრძნობთ ამ სიტუაციაში და გაქვთ დრო მის მოსასმენად. მიეცით ბავშვს იმდენი ფიზიკური სივრცე, რამდენიც მას ესაჭიროება.
  • მოარგეთ ბავშვის საჭიროებებს თქვენი ენისა და კომუნიკაციის სტილი, გაითვალისწინეთ მათი ასაკი და განვითარების დონე. გარკვევით გააკეთეთ იმის ფორმულირება თუ რისი ცოდნა გჭირდებათ.
  • დაუსვით ერთ ჯერზე ერთი ღია შეკითხვა. მიეცით ბავშვს საკუთარი სიტყვების გამოყენების საშუალება. ნუ იჩქარებთ, ბავშვს პასუხის გაცემისთვის მიეცით დრო და კითხვების შორის გააკეთეთ პაუზები. 
  • შეეცადეთ მიიღოთ  საკმარისი ინფორმაცია იმის დასადგენად, თუ რა მოქმედებების გატარებაა საჭირო. ზუსტად ჩაწერეთ ბავშვის ნათქვამი, საქციელი და თქვენს მიერ დასმული შეკითხვები.
  • თუ ბავშვი ძალადობრივი ან სექსუალური ქმედებების დემონსტრირებას ცდილობს თქვენი სხეულის გამოყენებით, მშვიდად უთხარით, რომ  „ამის გაკეთების ნებას არ გაძლევ“ და თუ აუცილებელია  გაზარდეთ დისტანცია თქვენს შორის.
  • წერილობით ასახეთ ყველაფერი, ბავშვის  სიტყვების გამოყენებით. დაწერეთ და თქვით ზუსტად ის, რაც ბავშვმა თქვა, გავრცობის, შესწორების გარეშე. კომენტარი გააკეთეთ იმის საჩვენებლად, რომ თქვენ შენიშნეთ რას აკეთებდა ბავშვი.
  • ბავშვს მიაწოდეთ ინფორმაცია  თქვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ეს შეიძლება ძალიან მარტივი იყოს: "მე ვიფიქრებ და შემდეგ დავბრუნდები" ან თუ  გადაუდებელი შემთხვევასთან გაქვთ საქმე უთხარით ბავშვს, რომ მის გვერდით იქნებით ვიდრე სოციალური მუშაკი ან პოლიციელი მოვა.

მთავარია კარი გავუღოთ ბავშვს და ხელი შევუწყოთ ისაუბროს გადახდენილ ძალადობაზე;  იყოთ მიუკერძოებელი  იმის მიმართ რასაც ხედავთ და ისმენთ. კარის გაღება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე წუთით, ან საათი ან ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა ან თვე, და თხრობასთან  ერთად მოიცავდეს ჩვენებას, დემონსტრირებას, მოქმედებას.