მშობლებისთვის

სექსუალური თამაშები
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

ბავშვების უმრავლესობა სექსუალურ „ექსპერიმენტებს“ აწყობენ. ზოგჯერ ბავშვები ამას საკუთარ თავზე აკეთებენ. ზოგიერთი ბავშვი თავისი მცდელობების შესახებ მშობელს ეუბნება ისე, რომ არც ეჭვობს, რომ მშობლისთვის ეს შემაძრწუნებელი და აღმაშფოთებელია. ზოგმა კი იცის, რომ უფროსები არ მოიწონებენ მის თამაშებს და ამიტომ მათგან ამას მალავენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ? გამოკვლევების თანახმად, მშობელთა თითქმის ნახევარი აღიარებს, რომ მათი შვილები სექსუალური თამაშებით იყვნენ გატაცებული უკვე დაახლოებით 6 წლის ასაკში. დამატებით გამოვლინდა, რომ საბავშვო სექსუალური თამაშები არანაირად არ აისახება ბავშვების შემდგომ განვითარებაზე. და თუმცა სექსუალური თამაშები – ეს ნორმალურია, საჭიროა, რომ ბავშვებს ტაქტიანად ვათქმევინოთ მათზე უარი.

 

როგორ უნდა ველაპარაკოთ:

• ასწავლეთ ბავშვებს, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი ინტიმური ადგილები: „მე არ მინდა, რომ შენ შეეხო სხვა ბავშვების ინტიმურ ადგილებს. ასევე არ მინდა, რომ სხვა ბავშვები შეეხონ შენს ინტიმურ ადგილებს. მოვილაპარაკეთ? ამიტომაც ეწოდებათ მათ ინტიმური ადგილები.
• „ბევრ ბავშვს მოსწონს „კოცნაობის“ თამაში. მათ ჰგონიათ, რომ ამით ისინი დიდები ხდებიან. შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ, და მე არ მინდა, რომ შენ ასეთ თამაშებს თამაშობდე“.
• თუკი თქვენი ბავშვი უარყოფს, რომ ის რაიმე ასეთს აკეთებდა და თქვენ იცით, რომ ის იტყუება, ნუ აიძულებთ მას ამის აღიარებას. „მე დავინახე, როგორ თამაშობდით თქვენ ცოლ–ქმრობანას, მაგრამ მე არ მინდა, რომ შენ ეს თამაში ითამაშო. შენი სხეული „თამაშებისთვის“ არაა.
• მოახდინეთ გაგების დემონსტრირება. „ბევრი ბავშვი ავლენს ცნობისმოყვარეობას თავისი სხეულის მიმართ. ის, რომ შენ გინდა დაინახო, როგორ გამოიყურება სხვა ადამიანის სხეული, ეს ნორმალურია. მაგრამ მე არ მინდა, რომ თქვენს თამაშებში შედიოდეს ტანზე გახდა“.
• „რასაც შენ აკეთებდი, ეს ბავშვებისთვის არ შეიძლება. გაიგე? მე არ გეუბნები, რომ შენ ცუდი ხარ, მაგრამ შენ მეტჯერ ასე არ უნდა გააკეთო. ეს არ შეიძლება“.
• „რას მოიმოქმედებ ან იტყვი, თუკი რომელიმე ბავშვი მოინდომებს, რომ შენ ტანზე გაიხადო და მას შენი ინტიმური ადგილები აჩვენო?“ გაითამაშეთ ვარიანტები, როგორ თქვას ბავშვმა ასეთ შემთხვევებში „არა“.

 

როგორ არ უნდა ველაპარაკოთ


• „მითხარი ერთი, იქ რას აკეთებდი? შენ აქედან ვერ წახვალ, სანამ ყველაფერს არ მომიყვები!“ თუკი თქვენს ბავშვს ამ თემაზე თქვენთან ურთიერთობა არ სურს, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე აცნობიერებს, რომ ეს ის თემა არაა, რომელზეც შეიძლება თქვენთან მშვიდად იმსჯელოს. უმჯობესია მოახდინოთ ფაქტის კონსტატაცია, რომ თქვენ ყველაფერი იცით და ასწავლოთ ბავშვს შესაბამისად მოქცევა. არაა აუცილებლობა, რომ დასაჯოთ ის.
• „შენ საშინელი რამე გააკეთე!“ გონს მოდით! ეს საშინელება კი არა, ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობაა.
• „შეწყვიტე იმ ადგილზე ხელის მოკიდება! ეს ცუდია!“ ბავშვები ზოგჯერ მასტურბირებენ ან თამაშობენ თავიანთი სასქესო ორგანოებით. ტაქტიანად ასწავლეთ ბავშვს, რომ სხვების თანდასწრებით ასე მოქცევა არ შეიძლება და შეეცადეთ მისი ხელები სხვა რამით დააკავოთ.

 



 

მომზადებულია საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მიერ