მშობლებისთვის

რჩევები მშობლებს - ჯანსაღი ბალანსი “ონლაინ” და “ოფლაინ” სივრცეში
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

რჩევები მშობლებს - ჯანსაღი ბალანსი “ონლაინ” და “ოფლაინ” სივრცეში

რამდენია ძალიან ბევრი?

ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. ეკრანთან გატარებული დროის სწორი ოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ბავშვის ასაკი და სიმწიფე, კონტენტის სახეობა, რომელსაც ის მოიხმარს, სწავლის საჭიროებები და სხვა.

შესაძლოა, უფრო მარტივი გამოსავალი იყოს მხოლოდ საათობრივ შეზღუდვაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხარისხი და შინაარსი იმისა, რასაც ბავშვები აკეთებენ ონლაინ რეჟიმში, მათ შორის თქვენი, მშობლების ჩართულობა.

განიხილეთ ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებული დრო მისი საერთო ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში. ონლაინ გატარებული დრო აფერხებს თქვენი შვილის ძილს და ვარჯიშს? გავლენას ახდენს მის პირისპირ კავშირებზე ოჯახთან და მეგობრებთან? ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ თქვენი შვილისთვის ონლაინ და ოფლაინ აქტივობების სწორი ბალანსის მიღწევაში.

საყურადღებო ნიშნები, რომელთაც  შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეთ ბავშვის ონლაინ  აქტივობებზე

  • ნაკლები ინტერესი სოციალური აქტივობების მიმართ, როგორიცაა მეგობრებთან შეხვედრა ან სპორტული აქტივობები
  • სკოლაში არც თუ სახარბიელო მიღწევები
  • დაღლილობა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თვალის დაძაბვა
  • კვების რეჟიმის ცვლილებები
  • პირადი ჰიგიენის უგულვებელყოფა
  • კონკრეტული ვებსაიტებით ან თამაშებით გადამეტებული გატაცება
  • უკიდურესი გაბრაზება, როდესაც ონლაინ აქტივობებისგან დასვენებას სთხოვთ
  • შეშფოთებული ან გაღიზიანებული ყოფნა კომპიუტერთან დაშორების გამო, მეგობრებისგან და ოჯახისგან გარიყვა

რა შეიძლება, რომ გავაკეთოთ?

დაუსვი შეკითხვები და მოუსმინე

  • ზემოთ აღწერილი ზოგიერთი ქცევითი ცვლილება მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევის ნაწილია, მაგრამ სიმშვიდისთვის უმჯობესია გაარკვიოთ, საქმე რაიმე სახის ისეთ პრობლემას ხომ არ ეხება, როგორიცაა მაგალითად ბულინგი ან კიბერბულინგი, მეგობრობის სირთულეები ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.
  • ყოველდღიური საუბრის რეჟიმში, ჰკითხეთ თქვენს შვილს რამდენ დროს ატარებს ინტერნეტში და აუხსენით, რატომ არის ეს შემაშფოთებელი და რა შეიძლება ამით დაკარგოს.
  • ეცადეთ, არ აჩვენოთ, რომ არ ეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა საერთოდ შეწყვიტონ კომუნიკაცია.
  • გაარკვიეთ შესაძლო გამომწვევი ფაქტორები და საჭიროების შემთხვევაში მოიძიეთ დახმარება.

იყავით ჩართული და წაახალისეთ ბალანსი

  • თვალი ადევნეთ თამაშებს, აპებსა და მოწყობილობებს, რომლებსაც თქვენი შვილი იყენებს.
  • თქვენს საუბრებში ჩართეთ პოზიტიური თემები, რომლებიც ონლაინ სამყაროს მიღმა ხდება და რითიც თქვენი შვილი დაინტერესებული და გატაცებულია. 
  • შეუერთდით. ითამაშეთ თამაშები ერთად, ან შეისწავლეთ რამდენიმე ონლაინ აქტივობა, რომელშიც ერთად ჩაერთვებით.
  • რამდენადაც შესაძლებელია, მოერიდეთ ონლაინ დროის შეზღუდვას, როგორც დასჯის მეთოდს, რადგან ამგვარმა მიდგომამ შეიძლება გაზარდოს მისი მნიშვნელობა ბავშვებისთვის.

შეადგინეთ გეგმა და დააწესეთ საზღვრები ციფრული მოწყობილობის გამოყენებისთვის თქვენს სახლში

ჩართეთ თქვენი შვილი დასვენებისა და გართობის საოჯახო გეგმის შედგენაში

  • ყოველ დღე უმნიშვნელო შემცირება ან გაფრთხილება „გამორთვამდე დარჩა 15 წუთი“, დაგეხმარებათ დროის უფრო დაბალანსებულ გამოყენებაზე გადასვლაში.
  • საკუთარი ეკრანთან გატარებული დროის შემცირება ასევე დადებით მაგალითს მომცემია.

შეთანხმების შეუსრულებლობას უნდა ჰქონდეს მკაფიო შედეგები და მნიშვნელოვანია მათი დაცვა.

მაგალითად, თქვენი ოჯახის გეგმა შეიძლება შეიცავდეს ასეთ წესებს:

  • მცირე ასაკის ბავშვებისთვის არანაირი მოწყობილობები საძინებელში არ არის
  • მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის გარკვეული დროის შემდეგ საძინებლებში ყველა ეკრანი გამორთულია
  • ყველა ეკრანი გამორთულია დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე
  • ოჯახის ყველა წევრს გამორთული აქვს ნებისმიერი მოწყობილობა სადილის დროს
  • მოწყობილობები ღამით იტენება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

მოიძიეთ მეტი ინფორმაცია „მშობელთა კონტროლის“ მექანიზმების შესახებ.

  •  მშობელთა კონტროლი არის პროგრამული ინსტრუმენტები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ და შეზღუდოთ ის, რასაც თქვენი შვილი უყურებს და აკეთებს ონლაინ რეჟიმში. თუმცა, აუცილებელია იყოთ გულწრფელი და ღია თქვენს შვილებთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ და როგორ გსურთ ამ ტექნოლოგიების გამოყენება.