ტრენინგები

ტრენინგები
დაგვიკავშირდი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

"საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი" ატარებს ტრენინგებს ბავშვების, ახალგაზრდების, მშობლების და პროფესიონალებისთვის.

ჩვენი მიზანია:

ბავშვების გაძლიერება
მშობელთა უნარების განვითარება
პროფესიონალთა მოტივაციის ამაღლება, ცოდნის და უნარების განვითარება 
 
ფონდი გთავაზობთ:

• ღია სტანდარტულ კურსებს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტრენინგების განრიგი ქვეყნდება წინასწარ.
• მსურველთა საჭიროებებზე მორგებულ შეკვეთილ სატრენინგო პროგრამებს.

ფონდი, ასევე, გთავაზობთ ტრენერთა ტრენინგს ძირითადი სატრენინგო მიმართულებების მიხედვით. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ვატარებთ მიზნობრივ ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს წინასწარ განსაზღვრული ჯგუფებისთვის.
ტრენინგები ტარდება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ოფისში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მშვიდი, კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემო, თანამდეროვე სატრენინგო დარბაზი საჭირო აღჭურვილობით, მაღალკვალიფიციური ტრენერები და ხარისხიანი მომსახურება. შესაძლებელია შეკვეთილი ტრენინგის ჩატარება დამკვეთის მიერ შერჩეულ გარემოში.
 
ვიდეოტრენინგები ჩვენი ახალი მიმართულებაა. ბავშვებს, მშობლებს და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს, შეგიძლიათ მიიღოთ ბაზისური და მნიშვნელოვანი ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

1. როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან - რჩევები ბავშვებს
2. კარგი მშობლობა - რჩევები მშობლებს
3. ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები - ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის
4. სექსუალური ძალადობა ბავშვზე - ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის
5. დაზარალებული/მოწმე ბავშვის დაკითხვა-გამოკითხვა

 



სატრენინგო პროგრამები ბავშვებისთვის

• თანატოლთა ზეწოლასთან გამკლავება
• ბავშვთა უფლებები და მოვალეობები
• ძალადობა ბავშვზე - რა არის ეს?
• როგორ დავიცვათ თავი ძალადობისგან
• როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები
• ბავშვის უსაფრთხოება, უსაფრთხოება ინტერნეტში

სატრენინგო პროგრამები ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის

• ბავშვთა და მოზარდთა განვითარება
• ბავშვზე ძალადობის ბაზისური საკითხები
• ბავშვზე ძალადობის პრევენცია
• ბავშვზე ძალადობის გამოვლენა, ძალადობის შედეგების შეფასება, დასკვნის მომზადება
• ძალადობა ოჯახში
• სექსუალური ძალადობა ბავშვზე
• ბავშვზე სექსუალური ძალადობა და სექსუალური ექსპლოატაცია
• ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები
• ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია

• დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვა NICHD სტრუქტურირებული პროტოკოლის მიხედვით
• ბავშვი და სასამართლო პროცესი
• ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ბავშვის აღზრდის პროცესში

სატრენინგო პროგრამები მშობლებისთვის, მეურვეების, აღმზრდელებისთვის

• ბავშვთა და მოზარდთა განვითარება
• პოზიტიური აღზრდა და კარგი მშობლობა
• ბავშვის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები ბავშვის აღზრდის პროცესში
• ბავშვზე ძალადობის ბაზისური საკითხები
• ბავშვზე ძალადობის პრევენცია
• ძალადობა ოჯახში
• სექსუალური ძალადობა ბავშვზე
• ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები
• ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია
• ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უსაფრთხოება ინტერნეტში


დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
 
ტელეფონი: (+995 32) 2 421 422
ელ. ფოსტა:  info@phf.org.ge
დაგვიკავშირდი