ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება
• შემეცნებითი პროცესების, ემოციური მდგომარეობის, პიროვნული მახასიათებლების შეფასება
• ბავშვზე ძალადობის ნიშნების და ძალადობის შედეგად გამოწვეული ზიანის გამოვლენა
• ბავშვის და მშობლების ურთიერთდამოკიდებულების შეფასება
ბავშვის, მშობლის, მეურვის კონსულტირება
• ბავშვის პრობლემური ქცევა
• მოზარდობის ასაკის თავისებურებები
• ძალადობით გამოწვეული ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესი
• ფსიქოლოგიური კრიზისები ბავშვებსა და ახალგაზრდებში
დაზარალებული და მოწმე ბავშვის დახმარება
• დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვა NICHD სტრუქტურირებული პროტოკოლის მიხედვით, მისგან სარწმუნო ინფორმაციის მოსაპოვებლად და მეორეული ტრავმატიზირების თავიდან ასაცილებლად
• ბავშვის მომზადება სასამართლო პროცესისთვის
ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების კონსულტირება
• ბავშვზე ძალადობის შემთხვევაზე რეაგირება და მართვა - სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი, აღმზრდელი, ექიმი, სამართალდამცავი და სხვა
• დაზარალებული და მოწმე ბავშვის გამოკითხვის ჩატარება
• ბავშვის მომზადება სასამართლო პროცესისთვის
• ბავშვებთან მომუშავე სამზრუნველო და სააღმზრდელო დაწესებულებების საჭიროებების კვლევა, კონსულტირება, სუპერვიზია
სამართლებრივი დახმარება
• იურიდიული კონსულტაცია ძალადობის რისკის და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახის წევრებისთვის
• იურიდიული კონსულტირება ბავშვზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენასა და მართვაში ჩართული პროფესიონალებისთვის