ბავშვებისთვის

„ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი?
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

ბანტერი“ თუ „ბულინგი“ - სად გადის ზღვარი?

სოციალური მედიის ფართოდ გამოყენებამ ახალი ტერმინები დაამკვიდრა.
რა არის ბანტერი? ეს ინგლისური სიტყვაა და აღნიშნავს მეგობრებს შორის მხიარულ, უწყინარ ხუმრობას, იქნება ეს სიტყვიერი თუ ჯგუფურ „ჩატში“ გაზიარებული „მიმი“. თუმცა, ბანტერი ზოგჯერ შეიძლება გასცდეს მეგობორულ საზღვრებს და ჩაგვრაში -„ბულინგში“ ისე გადაიზარდოს, რომ ამას ვერც კი მიხვდეთ.

ონლაინ სივრცეში საუბრისას, ძნელია გაავლო ზღვარი უწყინარ ხუმრობას

- ბანტერსა და ბულინგს შორის. კომენტარის ან პოსტის არასწორ ინტერპრეტაციას საკმაოდ ხშირი ხასიათი აქვს, რადგან ვერ ხედავთ პოსტის ავტორის სახეს ან არ გესმით მისი ტონი. შეიძლება თქვენ არ გქონოდათ განზრახული ვინმეს გრძნობების შელახვა, მაგრამ ის, რაც თქვენ მეგობრულ ხუმრობად მიგაჩნიათ, შეიძლება სხვის დაჩაგვრად ჩაითვალოს. აი, როგორ შეგიძლიათ მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება:

არ შეეხოთ განსაკუთრებულად პირადულ თემებს

დააწესეთ გარკვეული შეზღუდვები. სხვისი გარეგნობის ან მათი იდენტობის მახასიათებლების არჩევა, როგორიცაა გენდერი, რასა, სექსუალობა ან რელიგია, არ უნდა გახდეს ხუმრობის თემა. გარდა ამისა, თუ ადამიანს კარგად იცნობთ, ალბათ უკვე იცით რამ შეიძლება მას გული ატკინოს. თუ იცით, რომ ეს მისთვის მგრძნობიარე თემაა, უმჯობესია არ აყვეთ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იგი თავად იყოს ხუმრობის ინიციატორი!

მომხდარის შემდეგ „უბრალოდ ვიხუმრე“ -ს თქმა არ შველის

მაშინაც კი, თუ თქვენს ნათქვამს ან დაწერილს უბრალო ხუმრობად მიიჩნევდით, თუმცა ამით სხვას აწყენინეთ, უმჯობესია ბოდიში მოიხადოთ. შეეცადეთ არ იკამათოთ იმაზე, თუ რას გულისხმობდით ამ ხუმრობით, რადგან ეს ხშირად სიტუაციის გამწვავებას იწვევს. შეეცადეთ თავი ამ ადამიანის ადგილზე წარმოიდგინოთ და გახსოვდეთ, სიტუაციის გამოსწორების საუკეთესო გზა ბოდიშის მოხდაა.

ნუ იქნები პასიური მეთვალყურე

თუ გრძნობთ, რომ ვიღაცას ზედმეტი მოუვიდა ჯგუფურ ჩატში, მორიდებით უთხარით, რომ მისი ნათქვამი შეიძლება არასწორად იქნას მიღებული - ამის გაკეთება პოსტზე კომენტარის საშუალებით ან პირდაპირი შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ. როდესაც იგი გააცნობიერებს, რომ მისი ხუმრობა უადგილო ან გადამეტებული იყო, ის დიდი ალბათობით გაჩერდება. და თუ არ გაჩერდა, მოიძიეთ დახმარება - „დაარეპორტეთ“, ან უთხარით ამის შესახებ თქვენთვის სანდო ზრდასრულ ადამიანს.

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრაცია: გიორგი დოლიძე