ბავშვებისთვის

თანხმობა ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

თანხმობა ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარებაზე

დღესდღეობით, თითქოს ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა ტელეფონის ამოღება და თითქმის ყველა მოვლენის, რაც არ უნდა ხდებოდეს, დაფიქსირება, ჩაწერა და გავრცელება.
რა თქმა უნდა ძალიან მაგარია, როდესაც ამ მომენტების სამახსოვრო ფოტოები და ვიდეოები გაქვთ, მაგრამ თუ მათ სოციალურ მედიაში გაზიარებას აპირებთ, დარწმუნდით, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც გამოსახულნი არიან ფოტოებსა თუ ვიდეოებში, ეს მისაღებია.
კარგად დაფიქრდი, სანამ ონლაინ სივრცეში რამეს განათავსებთ. მზად ხართ ეს ამბავი ყველას უამბოთ? გახსოვდეთ, რომ როდესაც ინფორმაციას, ფოტოებს ან ნებისმიერ სხვა მასალას განათავსებ ონლაინ, შესაძლოა ის ვერასდროს გააქრო ინტერნეტიდან და ასევე, ხელი შეუშალო სხვა ადამიანებს მის გამოყენება - გავრცელებაში.

რა უნდა ვიცოდეთ თანხმობის მიღებაზე ფოტოების ან ვიდეოს გასაზიარებლად?

თუ ვინმესთან ერთად ფოტოს ან ვიდეოს გადაიღებთ, სთხოვეთ მათ ნებართვა სანამ გააზიარებთ. ეს მარტივია!
თუ თქვენი მეგობარი, ან ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი გეუბნებათ, რომ არ სურს მისი ფოტო გამოჩნდეს საჯაროდ, სოციალური მედიის ანგარიშებზე, მაშინ პატივი ეცით მის გადაწყვეტილებას.

თუ რაღაც ატვირთეთ და ვინმე გთხოვთ, რომ ეს წაშალოთ, გაითვალისწინეთ მისი თხოვნა! თუ თქვენ პატივს სცემთ თქვენი მეგობრების არჩევანს და გადაწყვეტილებებს, მაშინ ისინიც ანალოგიურად, პატივისცემით მოეკიდებიან თქვენს არჩევანს და გადაწყვეტილებებს.

არ გაავრცელოთ, ან არ გააზიაროთ ის, რამაც შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს
თუ ვინმე ისეთ ფოტოს ან ვიდეოს გამოგიგზავნით, რომელიც იცით, რომ უსიამოვნო იქნება მასზე გამოსახული ადამიანისთვის, არ გამოაქვეყნოთ ან არ გადააგზავნოთ ის სხვებთან.

გაწყვიტე ჯაჭვი
და უთხარი იმ ადამიანს, ვინც თავდაპირველად ეს ფოტო ან ვიდეო გამოგიგზავნა, რომ მან, ასევე, შეწყვიტოს მისი გაზიარება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გამოგზავნილი სურათები ინტიმური შინაარსისაა ან პირად მონაცემებს შეიცავს. თუ იცნობთ პიროვნებას, რომელიც ამ გაზიარებული ფოტო-ვიდეო მასალის სამიზნეა, დაუკავშირდით მას, შეატყობინეთ და დარწმუნდით, რომ თავს კარგად გრძნობს, აგრძნობინეთ თქვენი მხარდაჭერა.

ყველაფრის გადაღება არ არის საჭირო
შეეცადეთ თავი სხვის ადგილზე წარმოიდგინოთ - ის რაც თქვენ შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, სხვისთვის სულაც არ იყოს სახალისო. თქვენ არ უნდა გადაიღოთ და ატვირთოთ ის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვის გრძნობებს, უხერხულად აგრძნობინოს თავი ან გავლენა მოახდინოს მის რეპუტაციაზე.

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე