ბავშვებისთვის

ზეწოლა სოციალური მედიის მხრიდან -  როგორ გავუმკლავდეთ მას?
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur


ზეწოლა სოციალური მედიის მხრიდან - როგორ გავუმკლავდეთ მას?

სოციალური მედია მეგობრებთან ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს. თუმცა ზოგჯერ, შესაძლოა, შენი ცხოვრება სხვისას შეადარო, ან ისეთი განცდა დაგეუფლოს თითქოს მუდმივად კავშირზე უნდა იყო. სოციალურ ქსელებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საკუთარი თავის აღქმაზე შეუძლიათ ზეგავლენის მოხდენა. სოციალური მედიის მხრიდან ზეწოლა ძალიან რეალურია და მას ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა.


გაეცანი რჩევებს, რომლებიც სოციალური მედიისგან მომდინარე ზეწოლასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. როგორ მოვიქცეთ?

შეამოწმე საკუთარი თავი
თუ კონკრეტული ფოტოს ან პოსტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით მერყეობ, ჰკითხე საკუთარ თავს რატომ აკეთებ ამას? ამას იმიტომ აკეთებ, რომ გსურს გარკვეული წარმოდგენა შექმნა შენს თავზე ონლაინ სივრცეში?

თუ ის, რასაც აქვეყნებ ინტერნეტში, მხოლოდ გარკვეულ ჯგუფზე ეფექტის მოხდენას ემსახურება, უმჯობესია არ გამოაქვეყნო.

სოციალური მედია არ არის რეალური ცხოვრება
იყავი კრიტიკული იმის მიმართ, რასაც ინტერნეტში ხედავთ – ყველა პოსტი არ არის რეალური. ბევრია, ასე ვთქვათ „დადგმული“, რომლის უკან შესაძლოა ათჯერ ან მეტჯერ ნაცადი, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ერთი და იგივე ფოტოა.

გააუქმეთ იმ გვერდების გამოწერა, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებს
თვალი გადაავლეთ იმ გვერდებს და ჯგუფებს, სადაც გაწევრიანებული ხართ ან მისი გამომწერი ხართ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომელი მათგანი გიქმნით პოზიტიურ ან ნეგატიურ განწყობას. შემდეგ, უბრალოდ გააუქმეთ ის ანგარიშები, რომლებიც ცუდ განწყობაზე გაყენებთ.

გამორთეთ შეტყობინების ფუნქცია და მოიწყვეთ დღე „ტელეფონის გარეშე“
თუ გრძნობთ, რომ ძალიან დიდ დროს ხარჯავთ სოციალური ქსელის ანგარიშების „სქროლვაში“, რომ სოციალური მედიის მარყუჟში მოექეცით და გრძნობთ ზეწოლას, სცადეთ გარკვეული ხნით იქიდან გამოსვლა, ან ტელეფონის გამორთვა.

დაელაპარაკეთ ვინმეს
სოციალური მედიის მხრიდან განცდილმა ზეწოლამ შესაძლოა იზოლირებულად გაგრძნობინოთ თავი და იფიქროთ, რომ გარშემომყოფები დროს არაჩვეულებრივად ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს, შესაძლოა, ასე სულაც არ არის. დაელაპარაკეთ ვინმეს, გაუზიარეთ თქვენი განცდები მეგობარს, მშობელს ან ახლობელ ადამიანს, ვისაც ენდობით.

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრაცია: გიორგი დოლიძე