ბავშვებისთვის

კიბერბულინგი
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur


კიბერბულინგი

ინტერნეტი საოცარი გამოგონებაა, ის ადამიანს საშუალებას აძლევს ეზიაროს საინტერესო ინფორმაციას, დედამიწის ნებისმიერ წერტილში  სულ რამდენიმე წამის განმავლობაშიგადაადგილდეს, სოციალური ქსელების საშუალებითმუდმივ კავშირზე იყოს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან.

ამ საინტერესო სამყაროში ისეთი საფრთხეებიც გვხვდება, რომლებიც ზოგჯერ უხილავია. ვინაიდან ინტერნეტი ვირტუალური სივრცეა, იქ ძალიან ძნელია იმის გარკვევა, თუ ვინ ურთიერთობს სინამდვილეში ბავშვთან, ასევე - ვინ დაათვალიერებს და როგორ გამოიყენებს ბავშვის, ან მშობლის მიერ საკუთარი შვილის სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე განთავსებულ ფოტოებს, ვინ წაიკითხავს და როგორ ისარგებლებს თქვენს მიერ გაზიარებული ამბებით.

ვინაიდან ინტერნეტი გართობის, შემეცნების და სოციალური კავშირების დამყარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, აუცილებელია, რომ ჩვენ სათანადო ცოდნას ვფლობდეთიქ არსებული რისკების და საფრთხეების შესახებ. რა ფარული საფრთხეებია ინტერნეტში და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

 

კიბერბულინგი ინტერნეტ სივრცეში ძალადობის გავრცელებული ფორმაა და  იგი მოიცავს სხვის შესახებ ნეგატიური, საზიანო, ყალბი ან დამამცირებელი შინაარსის შეტყობინების, ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნას, გამოქვეყნებას ან გაზიარებას. შესაძლოა სხვის შესახებ პირადი ან ინტიმური სახის ინფორმაციის გაზიარებას ჰქონდეს ადგილი, რომელიც უხერხულობის განცდას იწვევსდა დამამცირებელია. სამწუხაროდ, გოგონები უფრო ხშირად არიან კიბერბულინგის მსხვერპლი.

კიბერბულინგი ციფრული მოწყობილობების (მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და ტაბლეტი) გამოყენებით ხორციელდება. იგი შეიძლება SMS-ის მეშვეობითაც განხორციელდეს, ან ონლაინ, სოციალურ მედიაში, ფორუმებში ან თამაშებში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ნახონ, მონაწილეობა მიიღონ და გააზიარონ სხვადასხვა შინაარსის მასალა/კონტენტი.

 

კიბერბულინგის  მაგალითებია:

  • საზიანო ან შეურაცხმყოფელი შეტყობინებები
  • ადამიანის მოტყუების ან დამცირების მიზნით სხვა პიროვნების სახელის გამოყენებით ყალბი ანგარიშების შექმნა ან
  • ყალბი ანგარიშების შექმნა მათ სახელზე
  • ძალზედ არასასიამოვნო ჭორების ან ტყუილის გავრცელება
  • დაცინვის ან დამცირების მიზნით  უხერხული ფოტოების ან ვიდეოების გაზიარება
  • იზოლირება ონლაინ სივრციდან

ყველაზე გავრცელებული ადგილები, სადაც კიბერბულინგი ხდება არის:

-          სოციალური მედია, როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი, Snapchat-ი და Tik Tok-ი

-          მობილურ  და ტაბლეტ-მოწყობილობებზე ტექსტური შეტყობინებების და მესიჯ- აპების (Messenger, WatsApp, Viber, Telegram და ა.შ.) მეშვეობით. ასევე, ონლაინ ფორუმებში, ელ.ფოსტის და ონლაინ თამაშის ჯგუფებში.

 

ეს შეიძლება მოიცავდეს:

-          პოსტებს

-          კომენტარებს

-          მესიჯებს ღია თუ დახურულ ჯგუფებში/გვერდებზე

-          ლაივ სტრიმინგს

-          მიმებს

-          სურათებს

-          ვიდეოებს და

-          ელ.წერილებს.

 

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად?

სოციალური მედიისა და ციფრული ფორუმების ზრდადი მოხმარების გამო, ამ სივრცეებში კომენტარებს, ფოტოებს, პოსტებს და ცალკეული პირების მიერ გაზიარებულ შინაარსს - „კონტენტს“ ნახულობენ როგორც ნაცნობები, ასევე უცნობი ადამიანები. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი ქმნის ერთგვარ მუდმივ საჯარო ჩანაწერს თქვენი შეხედულებების, დამოკიდებულების, საქმიანობისა და ქცევის შესახებ.

ეს საჯარო ჩანაწერი კი ქმნის თქვენს ონლაინ რეპუტაციას, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ შენი მეგობრებისთვის და ნაცნობებისთვის, არამედ სკოლებისთვის, პოტენციური დამსაქმებლებისთვის, სპორტული და სხვა სახის კლუბებისთვის. კიბერბულინგმა ზიანი შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ონლაინ რეპუტაციას მიაყენოს - არა მხოლოდ მათ, ვინც ბულინგის სამიზნეა, არამედ მათაც, ვინც ახორციელებს ან მონაწილეობს ბულინგში.

 

როგორ მოვიქცეთ?

წინააღმდეგობა გაუწიეთ რეაგირების სურვილს

შეეცადეთ არ აყვეთ თქვენზე გამიზნულ ბულინგს, ეს ხშირად აუარესებს მდგომარეობას - ხშირად ადამიანები  საწყენ რაღაცეებს ამბობენ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოგიწვიონ და რეაგირების მოხდენით ჩაგითრიონ მათ მიერ მოწყობილ მახეში.  

 

გადაუღე მტკიცებულებას ფოტო (ე.წ. „სქრინშოტი“ )

თუ თქვენ გადააწყდებით  ან თავად ხართ დამამცირებელი ან უსიამოვნო გარემოების სამიზნე ინტერნეტში, თქვენი მყისიერი რეაქცია შეიძლება იყოს მისი გაქრობა, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია ამის მტკიცებულება შეინახოთ. სანამ დაბლოკავთ ან წაშლით ბულერს, დარწმუნდით, რომ გადაუღეთ ეკრანს სურათი.

თუ ბულინგის მასალა მოიცავს შიშველ ან ნახევრად შიშველ, ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, იცოდეთ, რომ 18 წლამდე ადამიანების ასეთი სურათების თუნდაც ფლობა და/ან გაზიარება დანაშაულია.

 

შეატყობინეთ ონლაინ სერვისს ან პლატფორმას (ანუ „დაარეპორტე“)

სოციალური მედიის სერვისების, თამაშებისა და აპების უმეტესობას აქვს ფუნქცია, რომელიც აადვილებს ონლაინ ბულინგის შესახებ შეტყობინებას და დაბლოკვას.

თუ ვიღაც აგრძელებს თქვენს შესახებ დამამცირებელი შინაარსის გამოქვეყნებას, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ თქვენი მეგობრებისგან იგებთ ამის შესახებ, სთხოვეთ თქვენს მეგობრებს, რომ მათაც გააგზავნინ შეტყობინება ამის შესახებ.

დაელაპარაკე ვინმეს.

 

მიიღეთ მხარდაჭერა

კიბერბულინგმა შეიძლება თავი იზოლირებულად გაგრძნობინოთ. შეეცადეთ, რომ გაესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით და მიიღეთ მხარდაჭერა მეგობრებისგან ან უფროსებისგან, ვინც უპირობოდ გიჭერთ მხარს.

 

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე