ბავშვებისთვის

შეურაცხყოფა და შანტაჟი ფოტოების გამოყენებით
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur


შეურაცხყოფა და შანტაჟი ფოტოების გამოყენებით


ფოტოების და ვიდეოების გაზიარება მარტივია, იმის კონტროლი კი, თუ რა მოუვა მათ - რთული

სექსუალური გამოძალვა - „ სექსთორშენი“

სექსუალური გამოძალვა, რომელსაც „სექსთორშენს“ უწოდებენ, პირადი ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენებით შეურაცხყოფის და/ან შანტაჟის ერთ-ერთი ფორმაა. „სექსთორშენია“, როდესაც ვიღაც გემუქრებათ თქვენი ინტიმური ხასიათის ფოტოს (ე. წ. „ნუდების“) ან ვიდეოს ონლაინ სივრცეში გაზიარებით, იმ შემთხევაში თუ თქვენ მის - „გამომძალველის“ მოთხოვნებს არ შეასრულებთ. ხოლო მოთხოვნა შესაძლოა იყოს ფულადი სარგებელი, თქვენგან მეტი, მსგავსი შინაარსის ფოტოს გაგზავნა, სასიყვარულო ურთიერთობაში დარჩენის იძულება, შურისძიების მიზნით თქვენი რეპუტაციის შელახვა და ა.შ.

გახსოვდეთ - თუ ვინმე გემუქრებათ თქვენი შიშველი (ან ნახევრად შიშველი) ფოტოს ან ვიდეოს გაზიარებით - ეს კანონდარღვევაა. თუ თქვენ მას იცნობთ და ფიქრობთ, რომ ეს უსაფრთხოა და საუბრით გადარწმუნებას შეძლებთ, სცადეთ. თუმცა, მართებულია, რომ ამგვარ მოთხოვნებს არ უპასუხოთ, არამედ თავი შემდეგი ნაბიჯების მეშვეობით დაიცვათ:
- თუ ფულს ან მეტი ფოტოს გაგზავნას გთხოვენ - არ გააგზავნოთ და არასდროს გადაიხადოთ
- გადაუღეთ ეკრანს ფოტო (სქრინშოთი) და შეინახეთ მტკიცებულება
- შეატყობინეთ პოლიციას
- შეწყვიტეთ კომუნიკაცია და დაბლოკეთ
- გაუზიარეთ პრობლემის შესახებ თქვენთვის სანდო ადამიანს-მეგობარს, მშობლებს

როგორ ავარიდოთ თავი სექსთორშენს?
დაიმახსოვრე, კამერის გამოყენებით ჩართვის (ლაივ სტრიმინგი) დროს შესაძლებელია მეორე მხრიდან ჩანაწერის გაკეთება. არ გაება მახეში იმის დაშვებით, რომ ეს შესაძლოა ინტიმური ხასიათის ფოტოების (ნუდების) და ვიდეოების გაზიარებაზე უსაფრთხო იყოს.

*****
მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე