ბავშვებისთვის

დაეხმარეთ თქვენს მშობელს ან მზრუნველს გაიგოს თუ რას აკეთებთ ონლაინ
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

დაეხმარეთ თქვენს მშობელს ან მზრუნველს გაიგოს თუ რას აკეთებთ ონლაინ

 

მიუხედავად იმისა, თქვენს ირგვლივ მყოფი უფროსი ადამიანები სრულყოფილად ფლობენ ციფრული ტექნოლოგიებს თუ არაფერი იციან ინტერნეტის შესახებ, მათთვის იმის ჩვენება თუ რას აკეთებთ ონლაინ, ყველასთვის სასარგებლო იქნება.

თუ თქვენს მშობელს ან აღმზრდელს დაეხმარებით და გააგებინებთ რას აკეთებთ ონლაინ და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ამით მათ შფოთვას შეამცირებთ. ეს, ასევე, ხელს შეუწყობს თქვენს შორის სიახლოვეს და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არასწორად წარიმართება ონლაინ,  უფრო მარტივად შეძლებთ მომხდარის შესახებ მათთან საუბარს  და მათი მხრიდან შესაბამისი დახმარების და მხარდაჭერის მიღებას.

 

გაუმარტივე

თუ თქვენი ოჯახის წევრი უფროსი ადამიანები არ არიან ციფრულ ტექნოლოგიებში გაწაფული, დაიწყეთ ყველაზე მარტივით და ნაბიჯ-ნაბიჯ და ნელა გადადით შედარებით რთულ საკითხებზე.  მაგალითად, როდესაც ისინი გაიგებენ, თუ როგორ ხდება ფოტოზე კომენტარის გაკეთება ან რა არის GIF -ი, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ უფრო რთულ თემებზე.  

 

დაეხმარეთ მათ  სოციალურ ქსელებთან ურთიერთობაში

თუ თქვენი მშობლები ან მზრუნველები არ არიან ონლაინ, დაეხმარეთ მათ საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიშის შექმნაში. ისინი სწრაფად მიხვდებიან,  თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ონლაინ კავშირზე ყოფნა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ისინიც უფრო თავდაჯერებულად დაგიჭერენ მხარს.

 

აუხსენით კონფიდენციალურობის პარამეტრების მნიშვნელობა

მაშინაც კი, თუ თქვენი მშობლები კარგად ერკვევიან ციფრულ ტექნოლოგიებში, შეგიძლიათ მათ გაუზიაროთ  თქვენი ცოდნა კონფიდენციალურობის პარამეტრების შესახებ. თქვენი სოციალური ქსელების ანგარიშების კონფიდენციალურობის პარამეტრების ჩვენება, დიდი ალბათობით,  მათთვის დამატებითი სიმშვიდის საფუძველი იქნება.

 

ესაუბრეთ ჩატში

თქვენს ონლაინ ცხოვრებაზე მშობელთან ან თქვენთვის სანდო ზრდასრულ ადამიანთან ჩატში საუბარი, არასდროს არის ნაადრევი ან დაგვიანებული. ზოგჯერ, საუბარი შეიძლება იყოს რთული, მაგრამ დიალოგი ხელს შეუწყობს თქვენსა და თქვენს მშობელს ან მზრუნველს შორის ნდობის დამყარებას, განმტკიცებას. ეს, ასევე, შეგიქმნით განცდას, რომ მათთან საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღიაა. ასე რომ, თუ რაღაც მოხდება, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ მათ დახმარებისთვის

****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე