ბავშვებისთვის

შენი ციფრული რეპუტაცია
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

შენი ციფრული რეპუტაცია

 

როგორ შევქმნათ და დავიცვათ ჩვენი ციფრული რეპუტაცია? 

ონლაინ პროფილები ერთგვარ ციფრული რეზიუმედ გადაიქცა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს ახლად შეძენილი მეგობრი, ის ვინც მოგწონთ, ან ვისაც თქვენ მოსწონხართ, სკოლა, პოტენციური უნივერსიტეტი ან დამსაქმებლები,  შეუძლია მოიძიოს თქვენი სახელი ან ინფორმაცია თქვენი სოციალური მედიის ანგარიშებიდან - ასე რომ, დაუკვირდით რას აქვეყნებთ, რადგან შესაძლოა ვეღარ წაშალოთ ის მას შემდეგ რაც  საჯარო გახდება. ასე რომ, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ციფრულ რეპუტაციას და თუ საჭიროა შევცვალოთ მასში რაღაცეები.  

„დაგუგლე“ შენი თავი  - თუ რამდენიმე ადრე გამოქვეყნებულ ფოტოს ან პოსტს გადააწყდებით, რომლებიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და შენ არ გეგონა, რომ ეს ასე იყო, კარგი დროა რომ შეამოწმოთ და შეცვალოთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები - შეუცვალეთ სტატუსი საჯაროდ ხელმისაწვდომ პოსტებსა და ფოტოებს. 

დაფიქრდით, სანამ რაიმეს გამოაქვეყნებთ, მოიწონებთ ან გამომწერი გახდებით- დარწმუნდით, რომ გვერდები, ჯგუფები, ფოტოები, ტვიტები ან ვიდეოები, რომლებიც მოგწონთ, მათი გამომწერი ხდებით,  ან კომენტარს აკეთებთ, ნამდვილად აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ამბებსა თუ მოვლენებთან დაკავშირებით, ვისთანაც ან რასთანაც გსურს, რომ ასოცირდებოდე. გახსოვდეთ,  სხვა შესაძლოა ვერ მიხვდეს, რომ თქვენ ხუმრობით მოიწონეთ გვერდი ან ატვირთეთ ფოტო და ვერ აღიქვას ამბის სრული კონტექსტი. ამიტომ, თუ ეჭვი გეპარებათ, არ გამოაქვეყნოთ!

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრაცია: გიორგი დოლიძე