ბავშვებისთვის

რა არის „სექსტინგი“?
გაუზიარე მეგობრებს: Facebook icon Youtube icon Linkedin icon

Bantur

 რა არის „სექსტინგი“?

ფოტოების და ვიდეოების გაზიარება მარტივია, იმის კონტროლი კი, თუ რა მოუვა მათ - რთული

სექსტინგი ადმიანებს შორის ინტიმური ხასიათის ტექსტების, შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოების და/ან ვიდეოებს მობილური ტელეფონის, ტაბლეტის და კომპიუტერის გამოყენებით შექმნა და გაზიარებაა.

რატომ ერთვებიან ახალგაზრდები სექსტინგში და რა დროს ხდება ის სახიფათო?
ციფრულ ეპოქაში, თინეიჯერობის ასაკში და მერეც, სექსტინგი ნორმალური მოვლენაა. დღევანდელი მოზარდები ერთმანეთთან ონლაინ სივრცეში სულ კავშირზე არიან. მათი ცხოვრება საკმაოდ საჯაროა, ისინი აზიარებენ ფოტოებს და ვიდეოებს ინსტაგრამზე, სნეპჩეტში, ფეისიბუქზე, ტიქთოქზე და ა.შ., აკეთებენ ლაივ ჩართვებს მაგალითად წვეულებიდან ან კონცერტიდან და მეგობრებს დარეკვის ნაცვლად მესიჯებს უგზავნიან. ფოტოების გაზიარება მარტივია, იმის კონტროლი კი, თუ რა მოუვა მათ - რთული.

ზოგჯერ, თინეიჯერებს უჭირთ გონივრული არჩევანის გაკეთება იმის შესახებ, თუ რას აქვეყნებენ, აზიარებენ ან აგზავნიან ტექსტური შეტყობინების სახით. ბევრი მოზარდი ვერ აცნობიერებს, რომ სექსტინგს სერიოზული შედეგები აქვს. სამწუხაროდ, ერთმა იმპულსურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მათ ცხოვრებაზე წლების განმავლობაში მოახდინოს ზეგავლენა.

სექსტინგის ძირითადი საფრთხეების შესახებ ცოდნა მნიშვნელოვანია!

იგი შეიძლება შეიცადეს პორნოგრაფიას -
თქვენს მიერ გაზიარებული შიშველი ან ნახერად შიშველი საკუთარი ფოტო ან ვიდეო, შესაძლოა, ადრესატის გარდა შემთხევით ან გამიზნულად, სხვა, ცუდი განზრახვის მქონე ადამიანის ხელში მოხდეს და ამან ბევრი პრობლემა წარმოშვას. მაგალითად თქვენ გახდეთ ბულინგის ან კიბერბულინგის, „სექსთორშენის“ ან „გრუმინგის“ მსხვერპლი.

სექსტინგი, როგორ ბულინგის საშუალება
- როგორც კი თქვენი „სექსტი“ (მესიჯი, თვითწარმოებული ფოტო ან ვიდეო) კიბერსივრცეში მოხვდება, თქვენ მასზე კონტროლს კარგავთ, რადგან შესაძლებელი ხდება მისი გაზიარება, კოპირება და გამოყენება. თქვენი ფოტო ან ვიდეო შეიძლება გამოყენებული იქნას ბულინგის მიზნით, მოხდეს თქვენი დამცირება, რეპუტაციის შელახვა და ა.შ.

იქცევს მოძალადეების ყურადღებას -
გაგზავნის მერე შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ ვინ ნახავს შენს ფოტოს. უამრავი შემთხვევაა, როდესაც მოზარდი აღმოაჩენს, რომ მისი პირადი ფოტო გავრცელდა და ინტერნეტშიც კი გაზიარდა. როგორც კი ფოტო ინტერნეტ სივრცეში მოხვდება, ის შესაძლოა სექსუალურმა მოძალადეებმაც ნახონ. ეს თქვენ სექსუალური ექსპლუატაციის რისკის ქვეშ გაყენებთ.

შეიცავს შანტაჟის რისკს -
ზოგჯერ, როდესაც მოზარდები, იმპულსურ მომენტში ინტიმურ ფოტოებს აგზავნიან, მოგვიანებით ისინი შანტაჟის რისკის ქვეშ ხვდებიან. ყოფილა შემთხვევები, როცა სურათის მიმღები გამომგზავნს შერცხვენით ემუქრება. ბევრი მოზარდი, რომელიც იღებს ამ ტიპის მუქარას, ემორჩილება შანტაჟისტის მოთხოვნებს. ხშირად ამ სიტუაციაში მოხვედრილი ბავშვები თავს უხერხულად გრძნობენ, არ მიმართავენ დახმარებას და დიდი ხნის განმავლობაში მოძალადის ხელში რჩევიან.

სექსტი არასოდეს ქრება -
ზოგჯერ თინეიჯერებს სჯერათ, რომ ტექსტური შეტყობინებით, ელექტრონული ფოსტით ან თუნდაც Snapchat-ით გაგზავნილი ფოტოები მხოლოდ მიმღებს შეეძლება რომ ნახოს. მაგრამ გაგზავნის შემდეგ, ეს ფოტოები თუ ტექსტი თქვენი კონტროლის მიღმაა. მათი გაზიარება, კოპირება და ხელახლა გამოქვეყნება შესაძლებელია.

გავლენას ახდენს რეპუტაციაზე
- რაც არ უნდა სერიოზული იყოს ორ ადამიანს შორის ურთიერთობა, სექსუალური ხასიათის შეტყობინებების გაგზავნა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო) არასდროს არის კარგი იდეა. ასეთმა ფოტოებმა შეიძლება პოტენციურად დააზიანოს ან გაანადგუროს თქვენი რეპუტაცია. მაგალითად, ფოტოს მიმღებმა შეიძლება დაიტრაბახოს და აჩვენოს ის სხვას. ან შეიძლება დაშორების შემდეგ გადაწყვიტონ მათი გაზიარება, რაც დამამცირებელი და უხერხულია.

*****

მომზადებულია პროექტის: „ბავშვობა ძალადობის გარეშე“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება BICE -თან თანამშრომლობით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და საერთაშორისო დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ილუსტრატორი: გიორგი დოლიძე